არჩილ თალაკვაძე მცირე მეწარმეებს შეხვდა
უმრავლესობის ლიდერი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მცირე მეწარმეებს შეხვდა, რომელთა პროექტები სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” კონკურსის შედეგად დაფინანსდა.
შეხვედრაზე არჩილ თალაკვაძემ მეწარმეებს ბიზნესისა და ეკონომიკური განვითარების სფეროში არსებული სიახლეები, შეფასებები და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
„აწარმოე საქართველოს” ფარგლებში ათი ახალი პროექტი, ათი ახალი მცირე ბიზნესი და დასაქმებული ადამიანები შეემატა ოზურგეთს. განვიხილავთ მომავალ სამოქმედო გეგმასაც, ეკონომიკურ სფეროში არსებულ სიახლეებსა და დაგეგმილ რეფორმებს. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გავზარდოთ იმ პროექტების რაოდენობა, რომელიც დაფინანსდება. ეს გაზრდის შემოსავალს ოჯახებში და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ არასამთავრობო სექტორის, მედიის და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები. სააგენტომ “აწარმოე საქართველოში” ოზურგეთში ათი მცირე ბიზნესი დააფინანსა.