საქართველოს ელჩი უკრაინის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდება და საჯარო ლექციას წაუკითხავს

ხვალ, იგორ სიკორსკის სახელობის კიევის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორის მიხეილ ზგუროვსკის მიწვევით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში გელა დუმბაძე ინსტიტუტის სტუდენტებს შეხვდება.
ელჩი სტუდენტებს წაუკითხავს ლექციას თემაზე: “ახალგაზრდა ლიდერების როლი თანამედროვე ცვალებად სამყაროში”, რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილესა და საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 100 წლისთავს მიეძღვნება.
ლექცია 13:30 საათზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ საელჩოს ინფორმაციით, ელჩი სტუდენტების კითხვებსაც უპასუხებს.
საქართველო-უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, საელჩოს წლის ბოლომდე სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები აქვს დაგეგმილი.
ღონისძიების ფარგლებში უახლოეს პერიოდში საარქივო მასალების გამოფენა მოეწყობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები