ლონდონში სადგურ “ვიქტორიაზე” ევაკუაცია გამოცხადდა

ლონდონში, რკინიგზის სადგურ “ვიქტორიაზე”, სახანძრო განგაშის გამო, ევაკუაცია გამოცხადდა. ინფორმაციას “New York Times”-ი ავრცელებს.
სადგურ “ვიქტორიაზე” მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო ბრიგადები, ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებიან.
დაშავებულთა და დაღუპულთა შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა დაუდასტურებელი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები