21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება

21 მარტს, 15 სათზე, ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
როგორც „კვირას“ საქართველოს ჟურნალისტთა კავშირიდან აცნობეს, მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტიკის დღეს 1993 წლიდან აღნიშნავენ. საქართველოს ჟურნალისტთა კავშირმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ, 1993 წელს, ერთობლივად დააწესეს.
ქართული ჟურნალისტიკის დღედ პირველი ქართული გაზეთის – ჯერ „საქართველოს გაზეთის“, შემდეგ კი „ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა – პირველი “ქართული გაზეთი” 8 მარტს გამოჩნდა, რაც ახალი სტილით 21 მარტია, ამიტომ ქართული ჟურნალისტიკის დღე სწორედ 21 მარტს აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები