რუსი დიპლომატები დიდ ბრიტანეთს ტოვებენ

რუსი დიპლომატები და მათი ოჯახის წევრები დიდი ბრიტანეთის დატოვებისთვის ემზადებიან. ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ამ წუთებში დიპლომატიური ავტომობილები ლონდონში მდებარე რუსეთის საელჩოს ტერიტორიას ტოვებენ.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ, რუსი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის შემდეგ მიიღო. ბრიტანეთი ყოფილი რუსი აგენტის მოწამვლაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.


კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები