მოლდავეთში აფეთქების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა

მოლდავეთის დედაქალაქში მდებარე ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში აფეთქება მოხდა, შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას “Abcnews”-ი ავრცელებს.
როგორც სამართლდამცველები აცხადებენ, ასაფეთქებელი მოწყობილობა უცნობ მამაკაცს ჩანთიდან მაშინ ამოუვარდა, როდესაც ის მაღაზიას ტოვებდა.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც ასაფეთქებელი ნივთიერება ჰქონდა, კრიმინალური წარსულის მქონე მოლდავეთის მოქალაქე იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები