აშშ-ში, უპილოტო ავტომობილის შეჯახების შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა

არიზონაში კომპანია “Uber” -ის უპილოტო ავტომობილი, ქვეითად მოსიარეულე ქალბატონს დაეჯახა, რომელიც ინციდენტის შედეგად ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას სააგენტო “Reuters” ავრცელებს.
“Uber”-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უპილოტო ავტომობილების ტესტირება, რომელიც ამჟამად არიზონაში, პიტსბურგსა და ტორონტოში მიმდინარეობდა, შეჩერდა.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 10:00 საათზე მოხდა. როგორც პოლიცია აცხადებს, უპილოტო ავტომობილი 65კმ/ს-ით მოძრაობდა.
“ეს ტრაგიკული შემთხვევა ხაზს უსვამს იმას, თუ რატომ უნდა ვიყოთ განსაკუთრებული სიფრთხილით უპილოტო ავტომობილების საზოგადოებრივ გზებზე ტესტირებისას”, – განაცხადა დემოკრატმა სენატორმა ედვარდ მარქიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები