რომის პაპი სასულიერო პირებს მოუწოდებს, რომ არ ჩაერიონ პოლიტიკასა და ბიზნესში

რომის პაპი ფრანცისი წმინდა პეტრეს ბაზილიკურ ტაძარში იმყოფებოდა, სადაც მან 3 სასულიერო პირი ეპისკოპოსად აკურთხა. ცერემონიის შემდეგ კი, ფრანცისმა განაცხადა, რომ სასულიერო პირები არ უნდა ჩაერიონ ბიზნესსა და პოლიტიკაში. ინფორმაციას “Foxnews”- ი ავრცელებს.
“უარი თქვით ცდუნებაზე, არ ჩაერიოთ პოლიტიკაში, უარი თქვით ბიზნესზე”,-განაცხადა რომის პაპმა.
გავრცელებული ინფორმაცით, პაპი ფრანცისი 5 წლის განმავლობაში დაჟინებით მოითხოვს სასულიერო პირებისგან, რომ ისინი ემსახურონ წოდებას და თავიდან აიცილონ “დიდება”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები