მუჰამედ ბინ სალმანი: “საუდის არაბეთს ბირთვული ბომბის შეძენა არ სურს”

“საუდის არაბეთს ბირთვული ბომბის შეძენა არ სურს, მაგრამ თუ ირანი განავითარებს ახალ ბირთვულ იარაღს, ჩვენ აუცილებლად შევეცდებით, უმოკლეს დროში გავყვეთ მათ ნაკვალევს”, – განაცხადა საუდის არაბეთის გვირგვინოსანმა პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანიმ.
“CNN”-ის ინფორმაციით, საერთაშორისო საზოგადოება დიდი ხანია შეშფოთებულია ირანის მიერ ბირთვული პროგრამის განვითარების გამო, რაც ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობას იწვევს.
პრინცმა მუჰამედმა, ირანის ლიდერი ალი ხამენი, ადოლფ ჰიტლერს შეადარა და განაცხადა, რომ ორივე მათგანს საშიში ექსპანსიონისტური მიზნები ჰქონდათ.
“ალი ხამენის შუა აღმოსავლეთში საკუთარი პროექტის შექმნა სურს, რომელიც ძალიან ჰგავს ჰიტლერის ქმედებებს, ბევრმა ქვეყანამ მსოფლიოში და ევროპაში ვერ გააცნობიერა რამდენად საშიში იყო ჰიტლერი, სანამ უბედურება მოხდებოდა. მე არ მსურს, მსგავსი მოვლენები შუა აღმოსავლეთში მოხდეს”, – აღნიშნა პრინცმა სალმანიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები