საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს

2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსების საქმესთან დაკავშირებით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ის იზოლატორში იმყოფება.
როგორც მედია წერს, გამოძიება ყოფილ პრეზიდენტს საპრეზიდენტო კამპანიის უკანონო დაფინანსებას ედავება. გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა უკანონო დაფინანსება ლიბიის ყოფილი ლიდერისგან, მუამარ კადაფისგან მიიღო. ნიკოლა სარკოზი უახლოეს მომავალში დაიკითხება.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება 2013 წელს დაიწყო. Le Monde წერს, რომ ნიკოლა სარკოზის დაკავების ვადა 48 საათია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები