ბრაზილიაში ეპისკოპოსი კორუფციის ბრალდებით დააკავეს

ცენტრალურ ბრაზილიაში მდებარე ქალაქ ფარმოსაში, სამართლდამცველებმა კათოლიკე ეპისკოპოსი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას “BBC” ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ეპისკოპოსი ხოსე რონალდო და 6 სასულიერო პირი, ეკლესიის სალაროებიდან თანხის გადანაწილებაში დაადანაშაულეს.
როგორც პროკურატურა აცხადებს, ბრაზილიის 3 ქალაქში მდებარე ეკლესიის სალაროებიდან 600 000 დოლარი გაუჩინარდა და შესაძლოა, ეპისკოპოსისა და 6 სასულიერო პირის დაკავების შემდეგ, დამნაშავეების რიცხვი გაიზარდოს.
გავრცელებული ინფორმაციით, სასულიერო პირების მიმართ, გამოძიება 2015 წლიდან მიმდინარეობს.
ხოსე რონალდო მის მიმართ ყველანაირ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ტაძრიდან მიღებული ფული სამღვდელო რეზიდენციებისა და სემინარიისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობისთვის გამოიყენეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები