არგენტინაში “G-20”-ის მინისტრების შეხვედრა გაიმართა

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში, მსოფლიოს 20 სხვადასხვა ქვეყნის ფინანსთა მინისტრები და ცენტრალური ბანკირები ერთმანეთს შეხვდნენ, რომლებმაც დონალდ ტრამპის მიერ, ფოლადისა და ალუმინის ტარიფის გაზრდის გამო, შეშფოთება გამოთქვეს და განაცხადეს, რომ შესაძლოა “სავაჭრო ომი” დაიწყოს. ინფორმაციას “Foxnews”- ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი იყო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ინფრასტრუქტურის განვითარება, კრიფტოვალუტასთან არსებული პრობლემები.
ბუენოს-აირესში გამართულ 2-დღიან შეხვედრაზე მონაწილეობა, აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სტივ მნუჩინიმ და ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორმა მარიო დრაგიმ მიიღეს. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელი ქრისტინე ლეგარდე.
შეგახსენებთ, რომ “G-20” არის საერთაშორისო ფორუმი, რომელიც მინისტრებისგან და ცენტრალური ბანკის წარმომადგენლებისგან შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები