მაჰმუდ აბასმა აშშ–ის ელჩს ისრაელში „ძაღლისშვილი“ უწოდა

პალესტინის ლიდერტმა მაჰმუდ აბასმა საჯარო გამოსვლაში აშშ–ის ელჩს ისრაელში დევიდ ფრიდმენს „ძაღლისშვილი“ უწოდა. აბასმა ელჩი მდინარე იორდანიის ოკუპირებულ დასავლეთ ნაწილზე ებრაული დასახლებების მხარდაჭერაში დასდო ბრალი.
„აშშ–ის ელჩი თელ–ავივში, ძაღლისშვილი, ამბობს, რომ ეს მათი მიწაა, ჩვენ კი ვამბობთ, რომ დასახლებები პალესტინის მიწაზე შენდება“,– განაცხადა აბასმა.
დევიდ ფრიდმენი მორწმუნე ებრაელია. ის დონალდ ტრამპის პირადი მეგობარი და პარტნიორია, მას იცნობენ როგორც ისრაელის მმართველი ხელისუფლების მემარჯვენე ბანაკთან დაახლოებულ პირს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები