თურქეთში 72 მილიონი დოლარის ღირებულების რადიოაქტიური ელემენტი ამოიღეს

თურქეთის პოლიციამ ანკარაში 1,5 კილოგრამი რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი კალიფორნიუმი ამოიღო. ეს ელემენტი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ძვირადღირებულია. ინფორმაციას თურქული გამოცემა Yeni Safak ავრცელებს.
სამართალდამცველების მიერ დედაქალაქის რაიონ პურსაკარში ჩატარებული ოპერაციის შედეგად, დააკავეს 4 ეჭვმიტანილი. მათი დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც ისინი კალიფორნიუმის გაყიდვას 72 მილიონ დოლარად აპირებდნენ. თურქული მედიის ცნობით, აღსანიშნავია, რომ ერთი გრამი კალიფორნიუმის ფასი მსოფლიოში, 4 მილიონი დოლარია. არსებობს ვარაუდი, რომ დაკავებულები დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ და შედიოდნენ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში. სამართალდამცველები აწარმოებენ გამოძიებას, რათა დადგინდეს თუ როგორ მოხვდა აღნიშნული ნივთიერება თურქეთში. კალიფორნიუმს ბირთვული ენერგიის გამომუშავების დროს იყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები