დონალდ ტრამპი ნარკომოვაჭრეებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღებას ითხოვს

აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკის საზოგადოებას სთავაზობს, გამკაცრდეს ნარკომოვაჭრეებისთვის დაკისრებული სასჯელი, სიკვდილით დასჯით.
„თუ ჩვენ არ ვიქნებით უფრო სასტიკები ნარკომოვაჭრეების მიმართ, უბრალოდ, დროს დავკარგავთ. ეს სისასტიკე მოიცავს სიკვდილით დასჯასაც“, – განაცხადა ტრამპმა შტატ ნიუ–ჰემფშირში გამოსვლისას, სადაც აქტუალურია ნარკომანიის პრობლემა. დამსწრე საზოგადოება პრეზიდენტის განცხადებას მხურვალე ტაშით შეხვდა.
„ზოგიერთი ნარკომოვაჭრე თავისი ცხოვრების განმავლობაში ათასობით ადამიანს კლავს და უფრო მეტი ადამიანის ცხოვრებას ანგრევს… და როცა მათ იჭერენ, მხოლოდ ჯარიმას, 30-დღიან პატიმრობას ან ერთ წელს უსჯიან. თუკი ადამიანს მოკლავთ, დარჩენილ სიცოცხლეს ციხეში გაატარებთ“, – აღნიშნა ტრამპმა და მოუწოდა საზოგადოებას, დამთავრდეს „ლამაზი საუბრები“ ნარკოტიკების გავრცელების პრობლემასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები