რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა ტაქსებთან დაკავშირებულ რეგულაციას სესიაზე გასატანად მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის წევრების კახაბერ კუჭავასა და ნინო წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანულიკანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანმდევი კანონპროექტებიგანიხილეს კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა.

საკანონმდებლო პაკეტი პრინციპების დონეზე კახაბერ კუჭავამ წარადგინა და კოლეგებს კანონპროექტის მიზნები და ძირითადი დებულებები გააცნო.

კახაბერ კუჭავას განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტების ძირითადი მიზანია დედაქალაქში საგზაო მოძრაობის ორგანიზების შემდგომი გაუმჯობესება -დარეგულირება და საგზაო მოძრაობის განტვირთვის ხელშეწყობა.

წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებებით, განისაზღვრება თბილისის მთავრობის უფლებამოსილებები საავტომობილო მოძრაობის სფეროში, კერძოდგანისაზღვრება ტაქსით გადაყვანის ნებართვის გაცემის უფლებამოსილება, ნებართვის გაცემის წესი და ა.შ. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის მიღებისმიზეზია დედაქალაქში არსებული მძიმე მდგომარეობა ტრანსპორტის მოძრაობის სფეროში: გადატვირთული ქუჩები, ხშირი საცობები და მოქალაქეების მსუბუქიავტომობილით-ტაქსით გადაყვანის სექტორში არსებული სრული ქაოსი. ამდენად, მიაჩნიათ საკანონმდებლო ინიციტივის ავტორებს, აუცილებელი გახდარეგულაციების შემოღება, რომლებიც ხელს შეუწყობენ თბილისში საგზაო მოძრაობის მოწესრიგებას განტვირთვას.

წარმოდგენილ ინიციატივას თან ახლავს კანონპროექტები: „სქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონშიცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსშიცვლილების შეტანის შესახებ“, რომლებიც ასევე პირველი მოსმენით განიხილეს.

საკანონმდებლო ინიციატივა უკვე რამდენიმე კომიტეტმა განიხილა და როგორც კახაბერ კუჭავამ განაცხადა, გამოითქვა საინტერესო შენიშვნები და წინადადებები,რომლებიც უფრო მეორე მოსმენის საკითხებია და მათი დეტალური განხილვაც სწორედ მეორე მოსმენაზე მოხდება.

საბოლოო, კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივას პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები