თბილისის სააპელაციო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
თბილისის სააპელაციო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომას ესწრება თავად მსჯავრდებულიც.
„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შემდეგ, სასამართლო პროცესზე ფოტო/ვიდეო გადაღების ნებართვა გაიცა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ბაჩიაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაში დამნაშავედ ცნო და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.