დიდი ბრიტანეთი: “ეს არ არის ჯილდო ჰამასისთვის, ჰამასი ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელსაც ამაზრზენი დანაშაულები აქვს ჩადენილი”

დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ პალესტინის სახელმწიფოდ აღიარებით იგი “ჰამასს” არ აჯილდოვებდა.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა, კირ სტარმერმა, გამოაცხადა, რომ ისრაელს სექტემბრამდე აქვს დრო, რათა პალესტინელთა საცხოვრებელი პირობები გააუმჯობესოს.

კირ სტარმერის განცხადებას კრიტიკა მოჰყვა ნეთანიაჰუსგან, რომელმაც ბრალი დასდო მას “ჰამასის” წახალისებაში. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნეთანიაჰუს აზრი გაიზიარა.

დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა, ჰეიდი ალექსანდრემ უარყო ბრალდებები და განაცხადა, რომ ეს არ არის დიდი ბრიტანეთის მიზანი.

“ეს არ არის ჯილდო ჰამასისთვის, ჰამასი ტერორისტული დაჯგუფებაა, რომელსაც ამაზრზენი დანაშაულები აქვს ჩადენილი. ეს ეხება პალესტინელ ბავშვებს, რომლებიც შიმშილით კვდებიან.” – განაცხადა მან LBC Radio-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები