ორი მიწისძვრა კურილის კუნძულებთან — სეისმოლოგებმა 5.1 და 5.0 მაგნიტუდის ბიძგები დააფიქსირეს

სეისმოლოგებმა წყნარ ოკეანეში, კურილის კუნძულებთან ახლოს 5.1 და 5.0 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა დააფიქსირეს.

ორივე ბიძგი დღეს მოხდა და ისინი სივრცითაც და დროითაც ერთმანეთთან ახლოს დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ზიანის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.

კურილის კუნძულები იაპონიასა და რუსეთის შორეულ აღმოსავლეთს შორის მდებარეობს და სეისმურად ძლიერ აქტიურ ზონას წარმოადგენს, სადაც მიწისძვრები საკმაოდ ხშირია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები