ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახები ბრიტანეთის გეგმას აკრიტიკებენ — „ეს ტერორიზმის ლეგიტიმაციაა“

ღაზაში მძევლად მყოფი ისრაელი მოქალაქეების ოჯახის წევრები მკაცრად აკრიტიკებენ დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყანა სექტემბერში პალესტინის სახელმწიფოს აღიარებას გეგმავს,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.

ოჯახების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება “ჰამასის” ტერორისტულ ქმედებებს ლეგიტიმაციას აძლევს და რეალურად კონფლიქტის დეესკალაციას ართულებს.

ჯგუფის აზრით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება მაშინ, როდესაც მძევლები ჯერ კიდევ ღაზაში იმყოფებიან „ტერორიზმის დაჯილდოებას უტოლდება“.

„ამ ვითარებაში დიპლომატიური აღიარება არ არის მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი, არამედ საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და საშიში მორალური და პოლიტიკური მარცხი, რომელიც ლეგიტიმაციას უწევს საშინელ ომის დანაშაულებს.

მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების გატაცება, რომლებიც გვირაბებში, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ არიან გამომწყვდეულნი და არიან შიმშილის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი, არ შეიძლება და არ უნდა იყოს სახელმწიფოს ჩამოყალიბების საფუძველი“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც რამდენიმე ოჯახმა ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე გაავრცელა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ისრაელი საერთაშორისო საინფორმაციო ორგანიზაციებს, მათ შორის BBC-ს, ღაზაში თავისუფლად გადაღების უფლებას არ აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები