გიორგი გაბუნია: “ქართული ოცნება” დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს 64-ვე მუნიციპალიტეტში

“ჩვენ უახლოეს მომავალში საზოგადოებას წარვუდგენთ ჩვენს კანდიდატებს. ძალიან სერიოზული პროგრამა გვაქვს არჩევნებთან დაკავშირებით,” – ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ოპოზიციის კანდიდატი აღნიშნულ არჩევნებში, რადგან “ქართული ოცნება” 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.

“რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის გეგმებს და მათ კანდიდატებს, ფსევდოკონსულტაციებით ცდილობენ კანდიდატებთან დაკავშირებით შეჯერებას. ვინ იქნება, გვარს და სახელს ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ვინაიდან, როდესაც ხარ პოლიტიკოსი, გაქვს პრეტენზია მოხვიდე ხელისუფლებაში და ხალხის ბედი გადაიბარო, ამ პირობებში კი არ გაქვს არანაირი პროგრამა, არანაირი ღირებულება და არანაირი პრინციპი იმისა, რომ შენი ეროვნული ინტერესები გაატარო, არანაირი პერსპექტივა არ გაგაჩნია. შესაბამისად, შედეგიც იქნება ლოგიკური და ადეკვატური – “ქართული ოცნება” დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს 64-ვე მუნიციპალიტეტში,” – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები