რა აჩუქეს პუტინს ქართველებმა – „ამას ვამბობ უდიდესი გულისტკივილით“

რა აჩუქეს პუტინს ქართველებმა – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ ინტერვიუს აქვეყნებს.
გამოცემასთან სანქტ-პეტერბურგში მცხოვრები ქართველი მომღერალი გიორგი თოდუა საუბრობს, ის რუსეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, პუტინისთვის საჩუქრის გადაცემის გამო, მწვავედ აკრიტიკებს.
„14 მარტს ქართულმა სათვისტომო „ივერიამ“ სანქტ-პეტერბურგში, ქართულ ეკლესიაში, პუტინის ოფიციალურ წარმომადგენელს უმასპინძლა. ეს იყო წინასაარჩევნო შეხვედრა -გულთბილი და ემოციური. ჩვენი სათვისტომოს წარმომადგენლებმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს პუტინს და საჩუქარი გადასცეს. საპასუხო საჩუქრებიც მიიღეს – წიგნი ვლადიმერ პუტინზე, რომელსაც, ალბათ, სასოებით შეინახავენ ოჯახებში. საინტერესოა, რას ეტყვიან შვილიშვილებს, ვინ იყო ეს კაციო?! ეს ამაზრზენი და უკიდურესად მიუღებელი სურათი თავად ვნახე და იმდენად შეურაცხყოფილი დავრჩი, მე და რამდენიმე ჩემი ახლობელი გარეთ გამოვედით. არადა, ეს არის ეკლესია, სადაც მოვინათლე, მთელი ბავშვობა გავატარე, ვგალობდი და ხშირად დილიდან საღამომდე იქ ვიყავი. ყველანაირი სურვილი ჩამიკლეს, რომ იქ კიდევ მივიდე და იმ ადამიანების გვერდით ვილოცო, ქართველობას რომ იბრალებენ. ამას ვამბობ უდიდესი გულისტკივილით და იმედგაცრუებით. ის დღე იმ „სპექტაკლში“ მონაწილე ყველა ქართველს დაღივით დაედება. სულ ვფიქრობ, როგორ დაბრუნდებიან საქართველოში?! მაინც ხავსს ებღაუჭებიან – ალბათ, საკუთარი ინტერესების გამო, ასეთ უღირსობაზე მიდიან“, -აცხადებს გიორგი თოდუა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები