ანდრეი მაკარევიჩი – “რუსეთის ხელისუფლებამ ადამიანები გაბოროტებულ დებილებად გადააქცია”

რუსული ლეგენდარული ჯგუფის „მაშინა ვრემენის“ სოლისტმა ანდრეი მაკარევიჩმა, აშშ-ში მოგზაურობის დროს, სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე, ამერიკელების და რუსების შედარება გააკეთა.
„სულ რაღაც სამი წელია, არ ვყოფილვარ ამერიკაში და პირველად გამაოგნა იმან, ჩვენთან შედარებით რამდენად მშვიდები, მხიარულები და კეთილები არიან. ისინი კი არ გახდნენ უკეთესები, ეს ჩვენ მოგვდის რაღაც საშინელება.“- დაწერა მაკარევიჩმა „ფეისბუქში“.
თავისივე ტექსტის კომენტარებში კი მან აღნიშნა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ რაღაც 25-ე კადრი მოიგონა, რომელიც ადამიანებს რეალურად გაბოროტებულ დებილებად აქცევს“ და იმისათვის, რომ ეს ყველაფერი დაამარცხო, დასაწყისისთვის, „ოსტანკინოს კოშკის დანგრევაა“ საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები