ინგლისის ასობით სკოლაში მუქარის შემცველი წერილები მიიღეს

ინგლისის სხვადასხვა რეგიონში, ასობით სკოლამ, მიიღო წერილი აფეთქების მუქარით. ამ დროისთვის სამართალდამცველები იმის დასადგენად მუშაობენ, თუ ვინ გამოგზავნა აღნიშნული წერილები. „ჩვენს რეგიონში არსებული ბევრი სკოლის ადმინისტრაციისგან მივიღეთ შეტყობინება იმის შესახებ, რომ მათ მუქარის შემცველი ელექტრონული წერილები მიიღეს. წერილებში ნათქვამია, რომ სკოლაში ბომბია დამონტაჟებული, რომელიც აფეთქდება, თუკი არ იქნება ფული გადახდილი. დეტექტივებმა წერილები ნახეს, რომლებიც, სავარაუდოდ, აშშ-დან არის გამოგზავნილი და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ სიცოცხლისთვის საფრთხე არ არსებობს“,- ნათქვამია ოლქ ნორტუმბრიის პოლიციის განცხადებაში.
ცნობილია, რომ სამართალდამცველები სერიოზულად მოეკიდნენ მიღებულ ინფორმაციას და ეწვივნენ სასწავლო დაწესებულებებს, რათა მათი ხელმძღვანელობა დაემშვიდებინათ. ჩრდილოეთ იორკშირის პოლიციის წარმომადგენლის თქმით, ინციდენტმა ეროვნული ხასიათი მიიღო, გამოძიებაში კიბერდანაშაულის განყოფილების თანამშრომლები ჩაერთნენ. ანალოგიური წერილები მიიღეს რეგიონ უესთ-მიდლენდშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები