ეგვიპტელმა სამხედროებმა „ისლამური სახელმწიფოს“ 36 მებრძოლი მოკლეს

სინაის ნახევარკუნძულზე, ეგვიპტელ სამხედროებთან შეტაკების დროს, „ისლამური სახელმწიფოს“ 36 მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას „Thenews” ავრცელებს.
ეგვიპტის არმიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, მათ 4 მებრძოლი დაკარგეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტელმა სამხედროებმა „ისლამური სახელმწიფოს“ 400-მდე თავშესაფარი და იარაღის საწყობები გაანადგურეს, ასევე 93 ასაფეთქებელი ნივთიერების დემონტაჟი განახორციელეს.
როგორც ცნობილია, დაკავებულია 345 ადამიანი, რომელთაც კრიმინალური დანაშულები და „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობა ედებათ ბრალად.
შეგახსენებთ, რომ ეგვიპტის არმიამ, სინაის ნახევარკუნძულზე საბრძოლო მოქმედებები 1 თვის წინ დაიწყო, შედეგად, მათ 20-მდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები