დანიაში თურქეთის საელჩოზე თავდასხმა მოხდა

დანიაში სამართლდამცველები სულ მცირე 2 ეჭვმიტანილს ეძებენ, რომლებმაც თურქეთის საელჩოზე თავდასხმა „,მოლოტოვის კოქტეილით“ განახორციელეს. ინფორმაციას „SkyNews” ავრცელებს.
„თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა, დაზიანდა მხოლოდ შენობის გარე ნაწილი“, – განაცხადა კოპენჰაგენის პოლიციის უფროსმა ენრიკ მოლიმ.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ გამოძიება დაიწყო, ინციდენტის მიზეზისა და სავარაუდო დამნაშავეების შესახებ, ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები