რუმინეთის აეროპორტში უამინდობის გამო 30-მდე რეისი გადაიდო

რუმინეთის აეროპორტში, უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, 30-მდე რეისი გადაიდო, გაუქმდა სარკინიგზო რეისებიც. ინფორმაციას “Foxnews”- ი ავრცელებს.
“ბუქარესტის აეროპორტში 30-მდე რეისის გაუქმება, უამინდობამ და ჰაერის ტემპერატურის -5 გრადუსამდე დაცემამ გამოიწვია”, – განაცხადა აეროპორტის წარმომადგენელმა ვალნეტინ იორდაჩიმ.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ბუქარესტში და რუმინეთის რამდენიმე სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონში, დიდთოვლობა და “შავი ყინულია” მოსალოდნელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები