ევროკავშირი სკრიპალის საქმესთნ დაკავშირებით ბრიტანეთს სოლიდარობას უცხადებს

ყოფილი რუსი აგენტის სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით, გერმანიისა და საფრანგეთის მხარდაჭერის შემდეგ, დიდი ბრიტანეთს სოლიდარობა ევროკავშირმაც გამოუცხადა, ინფორმაციას “Reuters” ავრცელებს.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითში, ფედერიკა მოგერინიმ საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ “ევროკავშირი სოლიდარობას გამოუცხადებს ლონდონს”.
როგორც სააგენტო “irishtimes.com” იუწყება, ევროკავშირმა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბრიტანეთს მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს, ამასთან, მოუწოდებს რუსეთს, რომ ბრიტანეთის “ლეგიტიმურ კითხვებს” უპასუხოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთს ეკონომიკური სანცქციები დაუწესოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები