ფილიპინებში სასტუმროში ხანძარი გაჩნდა-არიან დაღუპულები

ფილიპინებში, დედაქალაქთან ახლოს მდებარე სასტუმროსა და კაზინოში, ხანძარი გაჩნდა. შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას Foxnews-ი ავრცელებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ხანძრის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, თუმცა, დაშავებულების ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.
სამაშველო სამსახურის თანაშრომლებმა სასტუმროდან 300 ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს. ხანძრის გაჩენის მიზეზი უცნობია, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები