ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად რჩება

რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინმა გაიმარჯვა.
ქვეყნის საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბიულეტენების 99%-ის დამუშავების შედეგად, მან ხმათა 76.65% დააგროვა.
მეორე ადგილზე “კომუნისტური პარტიის” კანდიდატი პაველ გრუდინინი გავიდა, ხოლო მესამეზე, – ვლადიმერ ჟირინოვსკი.
ამომრჩეველთა აქტიურობამ 67% შეადგინა.
პუტინმა მოსკოვში, წითელ მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა და მადლობა გადაუხადა.
„მე ვხედავ იმედს და ნდობას. დიდი მადლობა, რომ ასეთი ძლიერი მრავალმილიონიანი გუნდი ვართ. წარმატება გველის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები