აკაკი ზოიძე სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვევა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე, 19-20 მარტს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მაღალი დონის დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით სომხეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, აკაკი ზოიძე შეხვედრებს სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარესთან, არა ბაბლოიანთან, სომხეთის პრემიერ-მინისტრ კარენ კარაპეტიანთან, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარესთან, იაკობ იაკობიანთან და სომხეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთან, ლევონ ალთუნიანთან გამართავს. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის დირექტორთან, ალექსანდრ ბაზარჩიანთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება დელეგაციის წევრების და სომხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენციაც. შეხვედრებზე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემუშავებისა და მიღების პროცესის შესახებ ისაუბრებს. საუბარი, ასევე, სომხეთის რესპუბლიკაში თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის შემუშავებისა და მიღების პროცესს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) თამბაქოს კონტროლის შესახებ ჩარჩო კონვენციის (FCTC) დანერგვას და ამ მიმართულებით, ევროპის ქვეყნების გამოცდილებას შეეხება.

სამუშაო ვიზიტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები