გუდაურში ექსპერტები საბაგირო „საძელეს” სადგურის ტექნიკურ მდგომარეობას სწავლობენ

გუდაურში ფრანგული კომპანია „ბიურო ვერიტასის” წარმომადგენლებმა პირველი კომენტარი გააკეთეს. კომპანიის ექსპერტების განცხადებით, სამუშაო შეხვედრის შემდეგ, ისინი ავარიულად გაჩერებული საბაგირო „საძელეს” სადგურის მონახულებას, ინციდენტის ადგილის უშუალო დათვალიერებასა და მისი მექანიკურ-ტექნიკური მდგომარეობის შესწავლას გეგმავენ. მომდევნო ეტაპზე, ექსპერტები უშუალოდ საბაგიროს დოკუმენტაციას შეისწავლიან.

ფრანგული საერთაშორისო კომპანია „ბიურო ვერიტასის” ექსპერტები გუდაურში დღეს დილით ავიდნენ. მათ უკვე ჰქონდათ შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პირველ პირებთან, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებთან, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტებთან.

„ბიურო ვერიტასის” ექსპერტები 16 მარტს, გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზების შესასწავლად არიან ჩამოსული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები