გოგა ხაინდრავა ხვალ „კვირას“ პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გოგა ხაინდრავა ხვალ, 11:00 საათზე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ბრიფინგს გამართავს.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი კვირის აქტუალური მოვლენების შესახებ ისაუბრებს.

გოგა ხაინდრავა არჩილ ტატუნაშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ განვითარებულ პროცესებზე, შესაბამის საკითხზე მომზადებულ რეზოლუციასა  და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე გააკეთებს განცხადებას.

გოგა ხაინდრავა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გარშემო განვითარებულ  მოვლენებს, უფრო კონკრეტულად კი სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის საკითხსაც შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები