რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე კენჭს 8 კანდიდატი იყრის. რუსეთის ტერიტორიაზე სულ 97 ათასი უბანი გაიხსნება. 400 უბანი საზღვარგარეთ მოქმედებს. რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
პრეზიდენტობისთვის ასევე იბრძვიან, რუსეთის “კომუნისტური პარტიის” კანდიდატი პაველ გრუდინინი, „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, “იაბლოკოს” დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი, “სამოქალაქო ინიციატივის” კანდიდატი ქსენია სობჩაკი, “ზრდის პარტიის” ლიდერი ბორის ტიტოვი, “რუსეთის კომუნისტების” ხელმძღვანელი მაქსიმ სურაიკინი და “რუსეთის საერთო სახალხო კავშირის” კანდიდატი” სერგეი ბაბურინი. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, რუსეთში ამომრჩევლებს ხმის მიცემის უფლება ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით შეუძლიათ. ამ წესის მიხედვით, ხმას 5,5 მილიონი მოქალაქე მისცემს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები