ლევან ჭოტორლიშვილი ზვიად დევდარიანს კორუმპირებული ენჯეოსისტემის ნაწილს უწოდებს

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ლევან ჭოტორლიშვილი “ქალთა მოძრაობის” მხრიდან ზვიად დევდარიანის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მაშ ასე, შეიძლება ვიღაცამ ათი ქალის სახელით “ანონიმკა” დაწეროს შენზე, რასაც შენი კარიერა შეეწირება. საინტერესოა, რატომ ათი და არა ასი? “ანონიმკას” თუ წერ, არარსებული ანონიმური მსხვერპლის სახელით, მსხვერპლის რაოდენობა რამდენიც გინდა, იმდენი შეგიძლია აირჩიო.
უფრო საინტერესო მომხდარში არის შემდეგი რამ: ეს ვაჟბატონი თვითონ არის მახინჯი, კორუმპირებული ენჯეოსისტემის ნაწილი, სისტემის, რომელიც საქართველოსთვის უბედურებად და განვითარების მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად გადაიქცა. ენჯეოსისტემამ ამ ვაჟბატონის ქეისით საკუთარი თავის ჭამა დაიწყო. მომეტებული ინტერესი “საზოგადოებრივი ტელევიზიის” მიმართ ენჯეოსექტორის მხრიდან, ტრამპის მიერ მხარდაჭერის შემცირებას და ენჯეოსექტორის ფინანსურ პრობლემებს უკავშირდება. ამიტომ არიან გამწარებული და იბრძვიან თვითოეული პოსტისთვის, რომელიც შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს. საქართველოს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ გვყავს “ენჯეოშნიკი” სახალხო დამცველი, რომ “ენჯეოშნიკ” სახალხო დამცველს აქვს კვოტა “საზოგადოებრივ მაუწყებელში” და ამ კვოტის გამო, “ენჯეოშნიკები” სამარცხვინოდ ჭამენ ერთმანეთს“, – წერს სოციალურ ქსელში ლევან ჭოტორლიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები