ბრიტანეთი თვლის, რომ დასაშვებია სკრიპალის მოწამვლა პუტინის სანქცირებული ყოფილიყო

ცოტა ხნის წინ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ სავსებით არის დასაშვები, პირადად ვლადიმერ პუტინის მიერ ყოფილიყო სანქცირებული რუსეთის დაზვერვის ექს-პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამვლა სოლსბერიში.

„რუსების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ის რაც მოხდა, რუსოფობიას არ გამოიწვევს. ჩვენ პრეტენზიები გვაქვს პუტინთან და კრემლთან და ასევე მის გადაწყვეტილებასთან, რაკი მიგვაჩნია, სავსებით დასაშვებია, რომ ეს სწორედ მისი გადაწყვეტილება იყო -გამოყენებული ყოფილიყო ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება ბრიტანეთის ტერიტორიაზე, ევროპის ტერიტორიაზე, პირველად, – მეორე მსოფლიო ომის შემდეგ“, – განაცხადა ინგლისის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები