ჰილარი კლინტონი დაშავდა

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი საავადმყოფოში მტევნის მოტეხილობით მოხვდა. ამ დროს ის ინდოეთში, კერძო ტურნეში იმყოფებოდა. ინდური მედიის ინფორმაციით, 70 წლის პოლიტიკოსმა სამედიცინო დახმარებისთვის, ქალაქ ჯოდჰპურში კერძო კლინიკას მიმართა. ექიმების გადმოცემით, კლინტონმა ხელი აბაზანაში დაცემის დროს დაიზიანა. პოლიტიკოსი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ კერძო რეზიდენცია უმაიდ-ბჰავანში იმყოფებოდა. სასახლე მაჰარაჯის პატივსაცემად არის აგებული.
ინდოეთის მედია ინკოგნიტო ექიმის კომენტარსაც ავრცელებს. „კომპიუტერული ტომოგრაფია ჩავატარეთ, გაკეთდა რენტგენიც და მტევნის არეში ბზარი აღმოვაჩინეთ. პაციენტისთვის ახლა საჭიროა მშვიდ გარემოში ყოფნა რამდენიმე დღის განმავლობაში და ელასტიკური სახვევის ტარება.“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები