5 გერმანელი პოლიციელი ნარკო-მოვაჭრეებისგან ქრთამის აღების გამო დააკავეს

ბერლინის პროკურატურის განცხადებით, დაკავებულია 5 გერმანელი პოლიციელი, რომლებიც ნარკო-მოვაჭრეებისგან ქრთამს იღებდნენ.
როგორც პროკურატურის წარმომადგენელი მარტინ შტელნერი აცხადებს, ნივთმტკიცების სახით, სამართლდამცველებმა თანხა და მობილური ტელეფონები ამოიღეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულ პოლიციელებს, ნარკო-მოვაჭრეებისგან ქრთამის აღება, ნარკოტიკული საშუალების გაყიდვა და საიდუმლო ინფორმაციის გაცემა ედებათ ბრალად.
როგორც ცნობილია, სამართალდამცველები დამნაშავე პოლიციელების ვინაობას არ ასახელებენ, ამასთან, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებენ.
გერმანული მედიის ცნობით, დაკავებული სამართალდამცველები 3000 ევროს სანაცვლოდ, რესტორნებისა და ბარების მეპატრონეებს, პოლიციური რეიდის შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენ, ასევე უზრუნველყოფდნენ იმ ტერიტორიის უსაფრთხოებას, სადაც ნარკოტიკული საშუალებები ინახებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები