საბერძნეთმა თურქი სამხედრო მოსამსახურეების ექსტრადიციაზე უარი განაცხადა

ბერძნულმა სასამართლომ 8 სამხედრო მოსამსახურის ექსტრადიციაზე, რომლებიც თურქეთიდან საბერძნეთში სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ჩავიდნენ, უარი განაცხადა. ინფორმაციას “FoxNews” – ი ავრცელებს.
ათენის სააპელაციო სასამართლოში, იმ სამხედრო მოსამსახურეების საქმის განხილვა მიმდინარეობს, რომლებმაც თურქეთსა და საბერძნეთს შორის, ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვიეს.
ბერძნულმა სასამართლომ, ექსტრადიციის პირველი განხილვის შედეგად, დაამტკიცა, რომ თურქული სასამართლო საბერძნეთში გაქცეული სამხედროების მიმართ, სამართლიან განაჩენს არ გამოიტანს და მათ, სავარაუდოდ, არაადამიანურად მოეპყრობიან, – განაცხადა პროკურორმა ევგენია კიუველომ, ამასთან, მისი ინფორმაციით, თურქეთის ბრალდება, თითქოს სამხედროები შეიარაღებული ტერორისტული დაჯგუფების წევრები არიან, მყარი საფუძველი არ გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა სამხედროების ექსტრადიცია სამჯერ მოითხოვა, თუმცა ბერძნულმა სასამართლომ თურქეთის მოთხოვნა მესამე მცდელობაზეც დაბლოკა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები