რეზოლუციის საერთო ტექსტზე საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია შეთანხმდნენ

საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია რეზოლუციის საერთო ტექსტზე შეთანხმდნენ. რეზოლუციის მიხედვით, შეიქმნება “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია”, რომელშიც ყველა ის ადამიანი მოხვდება, ვინც პასუხისმგებელია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების უფლებების დარღვევებზე.

გარდა ამისა, რეზოლუცია პასუხისმგებლობას დააკისრებს რუსეთის ფედერაციას და შეიმუშავებს კონკრეტულ ინსტრუმენტებს, თუ როგორ აღიკვეთოს მსგავსი ფაქტები.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე პარლამენტში ორი რეზოლუცია იყო წარდგენილი. საპარლამენტო უმრავლესობა ითხოვდა საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, ხოლო უმცირესობა აღნიშნულთან ერთად, “ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის” შედგენას, ხოლო იქ შეყვანილ პირებზე სანქციების დაწესებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები