ერაყში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ერაყში, სირიის საზღვართან ახლოს ჩამოვარდა. ინფორმაციას “Foxnews”- ი ავრცელებს.
ამ დროისთვის, ინციდენტის ადგილზე, მაშველები არიან მობილიზებულნი.
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, ავიაკატასტროფის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.
სააგენტო “Foxnews”-ის ინფორმაციით, ერაყში ბოლო 2 დღის განმავლობაში, 2 ვერტმფრენი ჩამოვარდა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ფლორიდაში ქეი ვესთის სანაპიროზე, “F/A-18F”-ის ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები