მექსიკაში ფედერალური აგენტების მკვლელობისთვის 18 პირი დააკავეს

მექსიკელმა სამართალდამცველებმა 18 ადამიანი ფედერალური აგენტების გატაცებისა და მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავეებმა ფედერალური აგენტები მკვლელობამდე აიძულეს, ნარკო-მოვაჭრეთა “ვიდეო რგოლში” გამოჩენილიყვნენ. ინფორმაციას “Foxnews” – ი ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულებს შორის რამდენიმე ადამიანი, პუერტო ვალარტას პოლიციის თანამშრომელია.
როგორც ცნობილია, დამნაშავეების დაკავება, ფართომასშტაბიანი რეიდების შედეგად მოხდა. ინფორმაცია გენერალმა ალბერტო ელიას ბელტრანმა, კონფერენციაზე გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მოკლული ფედერალური აგენტები “კრიმინალურ” გამოძიებას აწარმოებდნენ.
ადგილობრივი სამართლდამცველების ინფორმაციით, დაკავებულთა შორის ის პირიცაა, რომელიც ვიდეოს გავრცელებას აპირებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები