თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება გლდანის რაიონში სოფელი დიდებას, სოფელი გლდანის, მუხიანის ნაკვეთების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, მუხიანი-2 დასახლების, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის, ხანძთის II შესახვევის, ხევძმარის, შეშელიძის, დავით სარაჯიშვილის, ქერჩის, ვარდისუბნის, გრემის და თერჯოლის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 13:00 საათამდე კი შეზღუდვა შეეხება: გრიგოლ ხანძთელის ქუჩის მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, 11:00 საათიდან 15:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება ნაძალადევის რაიონში ცოტნე დადიანის, ქსოვრელის და ღოღობერიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 12:00 საათამდე, ელექტრომომარგება შეიზღუდება დუდუბის რაიონში, კერძოდ: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის, მიხეილ ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში: ბენდელიანის, კოსტავას, ცინცაძის (ნაწილობრივ) და მერაბ ალექსიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ანალოგიური მიზეზით, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფერმწერთა ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება მთაწმინდის რაიონის შემდეგი ქუჩების მცხოვრებლებს: მთაწმინდის, ბესიკის, მესხის, ყიფიანის და ვეძინის.
ამავე რაიონში ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11:00 საათიდან 14:00 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება: ფურცელაძის, თაბუკაშვილის, ხაზინის და ფხოვის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები