თამარ ჩუგოშვილმა გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სესიაში მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა

საქართველოს დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის სესიაში ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.
13 მარტს ორმხრივი შეხვედრა გაიმართა ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრთან მარია ფერნანდა ესპინოზასთან.
შეხვედრაზე საუბარი იყო დევნილთა შესახებ გაეროში საქართველოს რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
“ეკვადორის საგარეო საქმეთა მინისტრს გავაცანით საქართველოში არსებული მდგომარეობა, განგრძობითი ოკუპაციით გამოწვეული უსაფრთხოების გამოწვევები და განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქალებისა და გოგონების მდგომარეობაზე.”- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.
ასევე ამ ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოდგილის თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, ბოლო შეხვედრა გამართა UN Women-ის პოლიტიკის დირექტორთან და გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან.
დელეგაციის წევრებმა, გამოხატეს მადლიერება, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ გაწეული საქმიანობის მიმართ.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, როგორც სპეციალიზებული სააგენტო, მნიშვნელოვანი აქტორია ქვეყანაში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების კუთხით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები