კოლუმბიელმა სამართლდამცველებმა კუბის მოქალაქე დააკავეს

კოლუმბიაში სამართალდამცველებმა კუბის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით, ამერიკელი დიპლომატების მოკვლა ჰქონდა გადაწყვეტილი.
ესპანელი პოლიციელების განცხადებით, ისინი რაულ გუტიერესზე ონლაინ-დაკვირვებას მას შემდეგ აწარმოებდნენ, რაც გუტიერესმა განაცხადა, რომ მას აქვს ფეთქებადი ნივთიერებების არსენალი, რომელსაც ამერიკელი დიპლომატების მოსაკლავად გამოიყენებს.
გუტიერესი დასავლეთ ფერეირაში დააკავეს, მისი დაკავების ოპერაციაში კი, ესპანეთისა და კოლუმბიელი სამართლდამცველების გარდა, „FBI“ აგენტებიც მონაწილეობდნენ.
როგორც ცნობილია, გუტიერესმა პირველ სასამართლო პროცესზე თავი დამნაშავედ სცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები