ნატო ავღანეთში მყოფ არასაბრძოლო კონტიგენტს მნიშვნელოვნად ზრდის

ნატო თავისი არასაბრძოლო სამხედრო მისიის მონაწილეთა რაოდენობას ავღანეთში 18 ათასამდე გაზრდის. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა. ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, „ჩვენ გადავწყვიტეთ გავაფართოვოთ ჩვენი მისიის რაოდენობა სასწავლო მომზადებაში თითქმის 18 ათას ადამიანამდე“.
სტოლტენბერგმა მოუწოდა მოძრაობა „თალიბანს“, პასუხი გასცენ ავღანეთის ხელისუფლების მოწოდებას მოლაპარაკებების თაობაზე, რათა ქვეყანაში სამხედრო კონფლიქტის შეწყვეტა მოხდეს.
2015 წლიდან, ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, ავღანეთში 12 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება, რომელთა ფუნქციებშიც შედის ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების გაწვრთნა და კონსულტირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები