ვაშინგტონმა, მოსკოვის წინააღმდეგ, სანქციები გააფართოვა

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა განახლება იმ პირების თუ კომპანიების სიისა, რომლებსაც აშშ სანქციებს უწესებს. სანქციების სიაში მოხვდნენ ის კომპანიები და პირები, რომლებიც ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში არიან მხილებულნი. მათ შორისაა ბიზნესმენი ევგენი პრიგოჟინი. დოკუმენტში 14 ადამიანი და ერთი კომპანია შედის, ეს არის „ინტერნეტ კვლევების სააგენტო“. კომპანიის სათავო ოფისი პეტერბურგში მდებარეობს. სიაში მყოფი რამდენიმე ადამიანი, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის მთავარ სადაზვერვო სამმართველოსთან არის დაკავშირებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები