ვეტერანებისთვის C ჰეპატიტის სკრინინგის აქცია ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით,  გლდანის რაიონში მცხოვრებ 80-მდე ვეტერანსა და მათი ოჯახის წევრებს C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაუტარდათ. მსგავსი აქციები თბილისის სხვა რაიონებში და საქართველოს რეგიონებში ეტაპობრივად ჩატარდება.

“სასურველია, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს თავისი სტატუსი C ჰეპატიტთან მიმართებაში და ჩაიტაროს სკრინინგი სწრაფი მარტივი ტესტით. საქართველოს ყველა მოქალაქისთვის C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი ხელმისაწვდომია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიებსა და მრავალ სამედიცინო ცენტრში ქვეყნის მასშტაბით”,- აცხადებენ ვეტერანების საქმეთა სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები