სენეგალში ვერტმფრენის ჩამოვარდნას მსხვერპლი მოჰყვა

სამხრეთ სენეგალში, სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, 8 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას „Foxnews”- ი ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, ინციდენტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია, ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავიაკატასტროფის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ჟურნალისტი, რომელიც სენეგალის სახელმწიფო ტელევიზიის თანამშრომელია.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, პოლიციამ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები