აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყირიმს უკრაინის ნაწილად მიიჩნევს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ყირიმი უკრაინაა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 4 წლის წინ, რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ შეიჭრა, ანექსირებულ ყირიმში კი, ლეგიტიმაციის მიზნით, გაყალბებული „რეფერენდუმი“ ჩაატარა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, რუსეთი ყირიმის მოსახლეობას აიძულებდა, „რეფრენდუმში“ მონაწილეობა მიეღო, თუმცა ამ ბრალდებას რუსეთი უარყოფს და აცხადებს, რომ ყირიმის მოსახლეობამ „რეფერენდუმში“ მონაწილეობა საკუთარი სურვილით მიიღო.
პუტინის შენიშვნების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ყურადღება უნდა მიექცეს უზარმაზარ ხარჯებს, რომელიც რუსეთმა ყირიმის მოსახლეობისთვის გამოყო.
რუსეთის ოკუპირებული ხელისუფლება, ყირიმში მცხოვრებ თათრებზე, ეთნიკურად უკრაინლებზე, პრო-უკრაინელ აქტივისტებზე, სამოქალაქო საზოგადოების წევრებზე და დამოუკიდებელ ჟურნალისტებზე, პოლიტიკურ დევნას ახორციელებს და ზეწოლას აგრძელებს, ასევე, ცდილობს, მეთოდურად აკრძალოს არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია-საშუალებები.
„ჩვენ მზად ვართ, დავდგეთ იმ გაბედულ ადამიანებთნ ერთად, რომლებიც კვლავ საუბრობენ რუსეთის მიერ დარღვევებისა და სიტყვის თავისუფლების აკრძალვის შესახებ. ვადასტურებთ ვალდებულებას, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთშორისო დონეზე აღიარებს. ყირიმი უკრაინის ნაწილია და ჩვენი სანქციები ძალაში მანამდე დარჩება, სანამ რუსეთი ყირიმის ტერიტორიაზე კონტროლს უკრაინას არ დაუბრუნებს”, – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები